19 დეკემბერი 2024,   02:06
ვრცლად
"ლელო" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის შეჩერებას მოითხოვს

"ლელო" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის შეჩერებას ითხოვს. პარტიამ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

ანა ნაცვლიშვილის და კახა კოჟორიძის განმარტებით, მორატორიუმი იმ დრომდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე პარლამენტი შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ სასამართლოს რეფორმას არ გაატარებს.

"გუშინ მივიღე ინფორმაცია, აპირებდნენ მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებას და მანამ, სანამ პარლამენტი შეცვლის კანონში არსებულ უკიდურესად პრობლემურ მუხლებს, იგეგმებოდა 4 წევრის დანიშვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. გუშინ შევიტანეთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი იქამდე, სანამ პარლამენტი არ იმსჯელებს, შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად არ შეცვლის კანონს და არ დაარეგულირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს და პროცედურას. მანამდე არცერთი დანიშვნა არ უნდა განხორციელდეს," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები