09 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
საუზმე ბაშარ ალ ასადთან - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სირიის ლიდერმა რესტორანში დაპატიჟა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, სირიაში საკუთარი ვიზიტის ბოლო დღეს  სირიის ლიდერი ბაშარ ასადი ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიჟა. ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სირიის ლიდერს შეუძლია ოკუპირებული აფხაზეთი მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს მოინახულოს.

დღეს დილით სირიის ლიდერმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია საუზმეზე რესტორანში დაპატიჟა. ავტომობილის საჭესთან, რომლითაც ისინი რესტორანში წავიდნენ, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნით, თავად სირიის ლიდერი ბაშარ ასადი იჯდა.

დღის ამბები