თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში ფეხბურთის თამაშის დროს 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოზარდმა გულის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც გონება დაკარგა.
"არასოდეს არაფერი აწუხებდა,ფეხბურთს თამაშობდა თანატოლებთან ერთად, ცუდად ვარო უთქვამს და გაითიშა, სასწრაფო გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გადმოიყვანეს. არ ვიცით რა მოხდა, იმედია ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს," - აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
ექიმის თქმით, საავადმყოფოში შეყვანის დროს მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.
გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.