20 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
დიდ დიღომში გვიან ღამით მამაკაცი დაჭრეს

დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, სამ პირს შორის მომხდარი დაპირისპირებისას  ერთი ადამიანუი დაიჭრა. საქმეში ცივი იარაღი ფიგურირებს.

კონფლიქტის მიზეზი უცნობია. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები