19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქართველი თავისუფალია

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქართველი თავისუფალია. როგორც ვანში ზვიად ცხვარაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათი ახლობელი სასამართლომ გაამართლა, რადგან მას ძარცვასთან კავშირი ვერ დაუმტკიცდა.

მათი თქმით, ზვიად ცხვარაძე წლების განმავლობაში საბერძნეთში კომპიუტერის პროგრამისტად მუშაობდა და მასთან, სავარაუდოდ, ნაქურდალი ნივთები გასაკეთებლად მიიტანეს. აღნიშნული კომუნიკაციის გამო ის დააკავეს.

როგორც მის ცოლი აცხადებს, ცხვარაძეს დაკავებულ პირებთან სხვა კომუნიკაცია არ ჰქონია და მათ არც წარსულში იცნობდა. აღნიშნული გარემოების შედეგად, ზვიად ცხვარაძე გაათავისუფლეს, ის ამ დროისთვის, უკვე სახლში იმყოფება. 

დღის ამბები