07 მაისი 2024,   02:08
ვრცლად
ვსვამდი, ვიღებდი ნარკოტიკებს და ვიტანჯებოდი პანიკური შეტევებით - პრინცი ჰარი ცხოვრების რთული პერიოდის შესახებ

პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა და გაამხილა, რომ 20-დან 30 წლამდე ის ნარკოტიკებს იღებდა, ბევრს სვამდა და იტანჯებოდა პანიკური შეტევებით. სასექსის ჰერცოგის თქმით, ამ პერიოდში სამეფო ცხოვრების სიმძიმისგან თავის დაღწევას მთელი ძალისხმევით ცდილობდა.

გადაცემაში მან ბავშვობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ იყო "ძალიან გაბრაზებული იმის გამო, რაც მოხდა".

პრინცი ჰარი 12 წლის იყო, როდესაც 1997 წელს, პრინცესა დაიანა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჰერცოგის თქმით, დაიანას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მის გარემოცვაში ამ თემას თითქმის არავინ განიხილავდა. 

როგორც ჰარიმ ოპრასთან სტუმრობისას აღნიშნა, პანიკური შეტევების გამკლავება მას მოზრდილ ასაკშიც უწევდა.

"28-დან 32 წლამდე ჩემი ცხოვრების კოშმარული პერიოდი იყო" - ამბობს ის. პრინცის თქმით, ის სვამდა, როდესაც თავს უბედურად გრძნობდა. 

"ვხვდებოდი, რომ ვსვამდი არა იმიტომ, რომ ეს მომწონდა, არამედ იმიტომ, რომ რაღაცის შენიღბვას ვცდილობდი."

პრინცი ჰარის ინტერვიუ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჩაიწერა Apple TV-ის დოკუმენტური სერიალისთვის "The Me You Can"t See", რომელიც მიზნად ისახავს სტიგმის მოხსნას ამ თემის გარშემო. 

წყარო: CNN

დღის ამბები