19 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ახმეტაში მწყემსი ფერდობზე დაგორდა და დაზიანებები მიიღო - ის შსს-ს ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისგორში ფერდობზე დაგორების შედეგად მწყემსმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მოქალაქე ადგილობრივი მწყემსების მიერ გადაყვანილი იყო სოფლის ექიმთან, რომელმაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.

მიღებული დაზიანებების გამო, მედიკოსის გადაწყვეტილებით, მამაკაცის ავტომანქანით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიმართულებით დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თბილისიდან მეხანძრე-მაშველები და ექიმები გავიდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მწყემსი უკვე გადაყვანილია თბილისში, სტაციონარში, სადაც  შესაბამის სამედიცინო დახმარებას მას ექიმები აღმოუჩენენ.

დღის ამბები