12 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
"დაჭრილი ბიჭი მანქანაში ჩასვეს, მგონი უკვე მკვდარი იყო" - თბილისში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ თვითმხილველები საუბრობენ

თბილისში, აბანოთუბანში მომხდარი დაპირისპირები შესახებ, რომლის დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა, თვითმხილველები საუბრობენ.

მეზობლების თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, გასროლის ხმა არ გაუგონიათ, ახალგაზრდა ბიჭები დანით იყვნენ დაჭრილი.

"ღამის პირველის ნახევრისთვის სასწრაფო გამოვიძახე, დაჭრილი ბიჭი მანქანაში ჩასვეს, მგონი, უკვე მკვდარი იყო და სწრაფად წავიდა მანქანა.

დაჭრილები კრიტიკულ მდგომარეობაში არიან, აქაურები არიან, ადრე მეგობრობდნენ, დაახლოებით 30-35 წლისები არიან, ალბათ ჩხუბის დროს დანა დაარტყეს..." - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დაპირისპირება გრიშაშვილის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა.

დღის ამბები