05 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
"ვაძლევ აღიარებით ჩვენებას არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით" - გატაცებული ჟურნალისტის ვიდეო სოციალური ქსელით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის ვიდეო ვრცელდება, სადაც ის საუბრობს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ჟურნალისტი ამბობს, რომ ის მინსკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მას სამართალდამცველები მაქსიმალურად კორექტულად ეპყრობიან.

გავრცელებულ ვიდეოში, დაკავებული ჟურნალისტი ასევე აცხადებს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით. 

ვიდეოს twitter-ზე ბელორუსი ჟურნალისტი ავრცელებს, რომლის თქმითაც ვიდეო პროსამთავრობო არხებმა გაავრცელეს. მისივე შეფასებით, პროტასევიჩს აღიარებითი ჩვენების მიცემა აიძულეს. 

No description available.

შეგახსენებთ, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მინსკში მოტყუებით დასვეს.

თვითმფრინავს მარშრუტი ლიეტუვას საზღვრის გადაკვეთამდე 2 წუთით ადრე, ბომბის ცრუ შეტყობინების საბაბით შეუცვალეს. როგორც აღმოჩნდა, ქმედების მიზანი ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაპატიმრება იყო, რომელიც იმ დროს ბორტზე იმყოფებოდა. 

დაკავებულ ჟურნალისტს ბელარუსის ხელისუფლება სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერასა და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები