რიონის ხეობაში დილიდან პოლიციის მობილიზებაა. სამართალდამცველებმა გუმათის დასახლებაში რკინის კედლები ისევ აღმართეს. პერიმეტრზე განლაგებულია ბარიკადებიც.
ადგილზე მყოფი რიონის ხეობის მცველების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სავარაუდოდ, ხეობაში განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ჰესის მოწინააღმდეგეები 26 მაისის საღამოს პროტესტს ისევ ძველ ადგილზე, გუმათის დასახლებაში განაგრძობენ.