05 მაისი 2024,   14:24
ვრცლად
"რაინეარის" თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მიიღეს - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, "რაინეარის" თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მიიღეს.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ამის შესახებ ბელარუსის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გარე ძალები ბელარუსის წინააღმდეგ "ჰიბრიდულ ომს" აწარმოებენ.

23 მაისს "რაინეარის" თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის საბაბით მინსკში ავარიულად დასვეს და თვითმფრინავში მჯდომი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, მეგობარ გოგონასთან ერთად, დააკავეს.

 

 

დღის ამბები