10 მაისი 2024,   05:31
ვრცლად
რა წერია არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულის დაკავების ოქმში - "კურიერმა" გაარკვია, რომ პოლიციას სკოლამ მიმართა

არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის ბიჭთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობა 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. დაკავებული და დაზარალებული გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არიან.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, დანაშაულის შესახებ ჯერ არასრულწლოვანის მეგობრებმა შეიტყვეს და სკოლის თანამშრომლები ჩააყენეს საქმის კურსში, შემდეგ კი სკოლამ პოლიციას მიმართა. სკოლის ადმინისტრაციამ "კურიერთან" გასაუბრება არ ისურვა. 

"კურიერმა"  სავარაუდო დამნაშავის დაკავების ოქმი მოიპოვა, სადაც დაწვრილებით წერია, თუ რის გამო დააკავეს ის.

ოქმის მიხედვით, 40 წლამდე მამაკაცს ბრალად ედება არასრულწლოვანთან 3 წლის განმავლობაში სექსუალური ხასიათის ურთიერთობა. ამასთან, ის ეუბნებოდა არასრულწლოვანს, რომ ამის შესახებ არავისთვის მოეყოლა. 

ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათ გამოძიების ბრალდების არ სჯერათ. 

"დაამტკიცონ, რომ სამი წლის განმავლობაში ეს ხდებოდა და მაშინ ჩემს შვილს სასიკვდილოდ მივცემ ღმერთს," - ამბობს ბრალდებულის დედა. 

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე, ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება. თუმცა, თუ ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა დაუდასტურდა, მან, შესაძლოა, სასჯელს თავი დააღწიოს.

არასრულწლოვანთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ. 

დღის ამბები