01 სექტემბერი 2026,   07:09
ვრცლად
გრიგოლეთში საცხოვრებელი სახლი იწვის - ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

ხანძარია გრიგოლეთში. იწვის  საცხოვრებელი სახლი, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი კიდევ რამდენიმე სახლსა და ასევე ელექტროსადენებზეც გადავიდა. 

სახლი, რომელსაც ცეცხლი თავდაპირველად გაუჩნდა, დამსვენებლებზე იყო გაქირავებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო სამსხურს ელოდებიან.

დღის ამბები