03 სექტემბერი 2026,   04:42
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 170 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 170 მილიონს უახლოვდება. გასულ დღე-ღამეში ინდოეთში ვირუსი 180 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა, რაც ბოლო 44 დღეში ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

რეკორდულად მაღალი შემთხვევები გამოვლინდა არგენტინაში. დიდ ბრიტანეთში კი ინდური შტამის შემთხვევებმა იმატა. აცრების პარალელურად, მომდევნო თვიდან ზოგიერთ შეზღუდვას შეამსუბუქებს შვედეთი.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აფრიკას ვაქცინის 30 მილიონი დოზით დაეხმარება, ამავე რაოდენობის ვაქცინას გააგზავნის გერმანიაც. საერთო ჯამში კი ევროკავშირი მიმდინარე წელს აფრიკას ვაქცინის 100 მილიონ დოზაზე მეტს გადასცემს.

დღის ამბები