ოკუპირებულ გალში მოსახლეობის რუსული ვაქცინით - "სპუტნიკ-V"-ით აცრა დაიწყო.
გალის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ასტამურ განგიას განცხადებით, "სპუტნიკ- V"-ით აცრა ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა ჯერ, მედპერსონალის იმუნიზაცია მიმდინარეობს.
მისი თქმით, ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია რომელიც, ინტერნეტით ვრცელდება, ხალხის ნდობას არყევს, თუმცა მედიკოსი არწმუნებს მოსახლეობას, რომ რუსული წარმოების "სპუტნიკით" აცრა ხელს უწყობს, ვირუსის მსუბუქად გადატანას.
როგორც ადგილობრივი მედია "Gali TV" იუწყება, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით - "სპუტნიკ-V" უკვე 64-მა ქვეყანამ აღიარა და აცრილია 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი.
ავტორი - ანა კობაიძე