გურიაში, "გურია ექსპრესის" თანამშრომლთა სოლიდარობის მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან.
გაფიცულ დასაქმებულებთან შეხვედრას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე დღეს აპირებს.
ფქვილის საწარმოს თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებენ ბორჯომის ქარხნებში დასაქმებულებიც.
იგეგმება თურქეთის ელჩის და საქართველოს მთავრობის სახელზე მიმართვის შემუშავება. "გულისტანში" გაფიცვა უკვე თითქმის 1 თვეა გრძელდება. დასაქმებულები ხელფასების მატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას.
გაფიცულები ამტკიცებენ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თურქი დამსაქმებელი საქართველოს კანონმდებლობის სრული იგნორირებით, პროფკავშირებთან დიალოგზე უარს ამბობს.