03 სექტემბერი 2026,   03:15
ვრცლად
ოზურგეთში შპს "გურია ექსპრესის" გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

ოზურგეთში შპს "გურია ექსპრესის" გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ჩავიდა.

სოლიდარობის ნიშნად აქციას შეუერთდნენ ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებიც. ირაკლი პეტრიაშვილმა ოზურგეთელ გაფიცულებს ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხა გადასცა.

აქციაზე განცხადებები გაკეთდა საქართველოს მთავრობისა და თურქეთის ელჩის მიმართ. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, თუ შაბათამდე ოზურგეთელი გაფიცულების პრობლემები არ მოგვარდება, აქცია კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

ოზურგეთში ფქვილის მწარმოებელი კომპანია "გურია ექსპრესის" თანამშრომლები უკვე 28 დღეა გაფიცულები არიან, ისინი ანაზღაურების გაზრდას და შრომის ღირსეულ პირობებს ითხოვენ.

კომპანიის მხრიდან დღეს კომენტარი არ გაკეთებულა.

დღის ამბები