07 მაისი 2024,   03:05
ვრცლად
პროტესტის 219 დღე რიონის ხეობაში - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუუმათში კომპანია "ენკას" ტექნიკას ისევ არ უშვებენ

პროტესტის 219 დღე რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში ისევ არ უშვებენ კომპანია "ენკას" ტექნიკას და ტერიტორიაზე მიმდინარე ნებისმიერი სამუშაოს შეჩერებას ითხოვენ. 

"გეგმები უკავშირდება ყველა იმ შესაძლო გზების გადაკეტვას, რომლის გავლითაც შესაძლოა კომპანიის თანამშრომლები სამშენებლო მოედნებზე მოხვდნენ. 4 ადგილზე გვაქვს გზა გადაკეტილი და გადანაწილებულები ვართ ამ ტერიტორიებზე,"- აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი.

დღის ამბები