02 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
კაცი, რომელიც ოჯახმა გამოიგლოვა, ცოცხალი აღმოჩნდა - რუსეთში შეცდომით სხვა ადამიანი დაკრძალეს

სოლნეჩნოგორსკში ოჯახის წევრებს შეცდომით ინსულტით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი გადასცეს, მათი რეალური ოჯახის წევრი კი ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იმყოფებოდა.

პათოლოგ-ანატომმა ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ ტრეპანაციის შემდეგ ადამიანის სახე იმდენად იცვლება, მისი ამოცნობა შეუძლებელი ხდება. დაკრძალვის შემდგომ გაირკვა, რომ ოჯახის წევრი, სინამდვილეში, ცოცხალი იყო.

რთული ბიუროკრატიული სისტემის გამო ოჯახის წევრებს უკვე რამდენიმე დღეა, საავადმყოფოდან ბაბუის წამოყვანა არ შეუძლიათ: ფორმალურად, დოკუმენტაციის მიხედვით ის გარდაცვლილია და კლინიკიდან მისი გამოწერა ვერ ხერხდება.

დღის ამბები