17 მაისი 2024,   09:00
ვრცლად
"რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს სიტუაცია და არ იყოს დაპირისპირებული? - არაფერს" - გიორგი ბოტკოველი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი, გუშინდელი აქციის შეფასებისას, ამბობს, რომ ხელისუფლება დაპირისპირების განსამუხტად არაფერს აკეთებს. მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა აქციაზე, გამოხატავს გულწრფელ პროტესტს და სურვილს, რომ დასრულდეს ეს ხელისუფლება.

"მოდით, ჩვენ ვთქვათ - რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს სიტუაცია და არ იყოს დაპირისპირებული? - არაფერს. ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, იმ გულწრფელი პროტესტით, რომელიც აქვს ქართველ ხალხსა და ქართველ ახალგაზრდობას, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი დამარცხდება. ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ისიც მოვისმინეთ, რომ ლევან ხაბეიშვილი თვითონ დაესხა თურმე თავს პოლიციას. ამაზე მეტი ადამიანი მოვა და ამაზე მეტი ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დასრულდეს ის ხელისუფლება, რომელიც რუსული მმართველობითაა დაკავებული," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.

დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები