05 მაისი 2024,   12:55
ვრცლად
"მაკენზის" დასკვნით, ნამახვანჰესი ენერგოსისტემის განვითარებისთვის პრიორიტეტული ობიექტია - ეკონომიკის სამინისტრო 2007-19 წლებში ჩატარებულ კვლევებს აქვეყნებს

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 2007-19 წლებში პროექტის ეკონომიკური შეფასების კვლევები ოთხმა სხვადასხვა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატარა.

კვლევები მოამზადეს მსოფლიო მნიშვნელობის კვლევითმა ინსტიტუტებმა როგორც მთავრობის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაკვეთით.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის თქმით, ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც კვლევაში მიიღო მონაწილეობა, "მაკინზია", მათი დასკვნით კი "ნამახვანჰესი" ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარებისთვის პრიორიტეტული ობიექტი იქნება ელექტროსისტემაში. 

დღის ამბები