უკრაინაში, კარპატების რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეცოპერაცია ჩატარდა.
ეროვნულმა პოლიციამ იქ მყოფი ქართველი პატიმრის საკანი გაჩხრიკა, საიდანაც აკრძალული ნივთები, მათ შორის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღო.
საკანში მყოფ ორ პატიმარს, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველია, ხელბორკილები კიდევ ერთხელ დაადეს.
გამოძიების ინფორმაციით, საუბარია ე.წ. “მაყურებელზე“, რომელმაც პატიმრებზე სრული კონტროლი მოიპოვა.
ე.წ. მაყურებელი სხვა პატიმრებს მუქარის გზით "ქურდული საერთოდ" შევსებას და სხვადასხვა მითითების შესრულებას აიძულებდა.