03 მაისი 2024,   13:48
ვრცლად
გარყვნილი ქმედება მცირეწლოვან გოგონებთან - დიდი დიღმის სკოლებისა და ბაღების შიდა ჯგუფებში გამაფრთხილებელი წერილები მიიღეს

იძებნება მამაკაცი, რომელიც სკვერებში მცირეწლოვან გოგონებთან სავარაუდო გარყვნილ ქმედებაში შენიშნეს. თვითმხილველები დიდ დიღომში ბოლო ასეთ ფაქტს ორი დღის წინ შეესწრნენ. უბნის შიდა ჯგუფში მომხდარის დეტალები ადგილობრივმა მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა დაწერა. "კურიერის" ინფორმაციით, პოსტის ავტორი გამომძიებელმა უკვე გამოკითხა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ, დიდი დიღმის მცხოვრებლები მსგავსი აღნაგობის მამაკაცის სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზეც წერენ. "კურიერი" ესაუბრა მოზარდების მშობლებს, რომლებსაც უცხო მამაკაცის საეჭვო ქცევებზე არაერთი ისტორია სმენიათ.

სკვერს, სადაც საეჭვო ქმედებებში შემჩნეული მამაკაცი ხშირად დადის, 3 სააღმზრდელო დაწესებულება ესაზღვრება. მოზარდების მშობლებმა სკოლებისა და ბაღების შიდა ჯგუფებში გამაფრთხილებელი წერილები მიიღეს.

დიდი დიღმის ამ სკვერთან ახლოს რამდენიმე სავაჭრო ობიექტია, სადაც დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. თუკი გამოძიება დაინტერესდება უცხო მამაკაცის ვინაობით, სავარაუდოდ ამ კამერებზე ის აღბეჭდილი უნდა იყოს.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები