ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან აღსაზრდელების დაუყონებლივ გამოყვანის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სასამართლოს დღეს შუამდგომლობით მიმართავს.
ანა აბაშიძის თქმით, აუცილებელია დაწესებულებიდან ყველა ბავშვის გამოყვანა, რათა მათზე აღარ განხორციელდეს არაჰუმანური მოპყრობა.
უფლებადამცველი ყურადღებას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში დროული მონიტორინგისა და გამოძიების აუცილებლობაზეც ამახვილებს.
"დარწმუნებულები ვართ, რომ უფლებადარღვევა კი არა, დანაშაულებია ჩადენილი ბავშვების წინააღმდეგ. ღირსების შემლახველი, არაჰუმანური, წამების დანაშაულები და ეს სრულიად ცვლის სურათს. მივმართავთ საქართველოს სასამართლოს და მოვითხოვთ ძალიან მკაფიოდ ერთ რამეს - დაუყოვნებლივ გაიყვანონ ეს ბავშვები ამ პანსიონატიდან და მერე მონიტორინგიც ჩატარდეს ამ ბავშვებთან და ზოგადად იმ გარემოსი. რა თქმა უნდა, გამოძიებაც უნდა დაიწყოს ყველა ფაქტზე, რაზეც საუბრობენ ბავშვები," - განაცხადა ანა აბაშიძემ.