სისხლიანი გარჩევა ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს.
ადგილობრივების თქმით, მათ გასროლა და დაჭრილის ხმა გაიგონეს, რომელიც შველას ითხოვდა.
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.