19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
გორში მომხდარი მკვლელობა, სავარაუდოდ, facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა

გავრცელებული ინფორმაციით, გორში მომხდარი დაპირისპირება, რომლის დროსაც 45 წლის ზურაბ რიკრიკაძე მოკლეს, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო დაიწყო.

"კურიერის" ინფორმაციით,  გარდაცვლილს არ მოეწონა მისი "ფეისბუქ" მეგობრის მიერ დაწერილი კომენტარი და მის ავტორს შეხვედრა სთხოვა. მამაკაცი შეხვედრაზე თანმხლებ პირთან ერთად მივიდა. სწორედ მას ეძებენ  სამართალდამცველები.  

მკვლელობაში ბრალდებული კრიმინალური "ავტორიტეტი" შალვა გულიაშვილია. ახლობლები მომხდარში მის ბრალეულობას გამორიცხავენ. მათი თქმით, მკვლელობისთვის ძებნილმა ციხეში 16 წელი "ბავშვური შეცდომისთვის" მოიხადა. 

"ციხეში იჯდა ბავშვური შეცდომების გამო და გაუთვითცნობიერებლად გააკეთა რაც გააკეთა. მანქანის გატაცება და რასაც თქვენ ამბობთ, მკვლელობა, დაუჯერებელია. შალვა არ იქნება მკვლელი,"-აცხადებს მზია ბზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავი, 45 წლის ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ჩვენი ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული კრიმინალური "ავტორიტეტი" შალვა გულიაშვილია, მეტსახელად "სემსოტა". მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ, 16 წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ დატოვა.

დღის ამბები