19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ქუთაისში დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციაში იმყოფება - ოჯახის თქმით, ის ჯარისკაცია

ქუთაისში დაჭრილი მამაკაცი რეფერალურ ჰოსპიტალშია შეყვანილი. მას კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმ დავით ჯანაშიას ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"მამაკაცი შემოიყვანეს მარცხენა ფეხზე გამჭოლი ჭრილობით, კუნთების, ძვლების და სისხლძარღვების დაზიანებით. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. მოხერხდა კიდურის შენარჩუნება. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. ჭრილობა ან ბასრი საგნით, ან ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მოყენებული,"- განაცხადა დავით ჯანაშიამ.

კლინიკაში იმყოფებიან დაჭრილი ბიჭის ოჯახის წევრები. დედის თქმით, მისი შვილი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცია. ის 11 წელი მსახურობდა. მისი თქმით, არ იცის მის შვილს ვინ ესროლა, მაგრამ გაიგო, რომ მას უცნობი პირი დაედევნა და რამდენჯერმე ავტომატიდან ესროლა.

მისივე თქმით, მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები