03 სექტემბერი 2026,   04:56
ვრცლად
აქცია-მსვლელობა "ენკასკენ" - რიონის ხეობის მცველები კომპანიის ოფისის პიკეტირებასაც არ გამორიცხავენ

პროტესტის 223-ე დღე - რიონის ხეობაში წინააღმდეგობა არ წყდება. ხეობის მცველები დღეს სოფელ გუმათში შეიკრიბებიან და "ენკას" ოფისისკენ აქცია-მსვლელობას მოაწყობენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთანაც გადაინაცვლებენ, სადაც რვა აქტივისტის სასამართლოა ჩანიშნული.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ უახლოეს პერიოდში კომპანიის ოფისის პიკეტირებასაც.

ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია გუშინდელ დღეს. სოფელ ზარათში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციელებმა მათ მეზობელ სოფელში გადაადგილების უფლება არ მისცეს, რასაც შეკამათება მოყვა. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზა ქვებითა და ლოდებით გადაკეტეს.

დღის ამბები