03 სექტემბერი 2026,   04:27
ვრცლად
ხმაური "ენკას" ოფისთან - ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ადილზე პროტესტს საყვირებით გამოხატავენ

კომპანია "ენკას" ოფისთან, სადაც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ხალხმრავლობა და ხმაურია.

აქციის მონაწილეები ადგილზე პროტესტს საყვირებით გამოხატავენ. ისინი ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. მათ კომპანის შესასვლელი სიმბოლურად წებოვანი ლენტით დალუქეს.  

მათივე თქმით, დღეს გამაფრთხილებელი აქცია იმართება და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, სხვადასხვა ობიექტის რეალური პიკეტირება მოხდება.  

აქციის გამო, მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

დღის ამბები