19 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
ჩინეთი პირველი ქვეყანაა, სადაც 3-დან 17 წლამდე ბავშვების აცრა იწყება - დაიწყება თუ არა პატარების აცრა საქართველოში

ბავშვებში ვაქინაციის აუცილებლობას მოქალაქეების უმეტესობა იზიარებს. "კურიერის" მიერ გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ ვირუსი პატარებს მარტივად გადააქვთ და აცრის წინააღმდეგია. ნაწილი კი ვაქცინაციას ემხრობა, თუმცა ჯანმოს მითითებებს ელოდება.

საქართველოში ინფიცირებულთა შორის 10 % ბავშვია. ერთ წელში მათი რიცხვი 35 ათასი გახდა. გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე კვირაში მათ მცირე ნაწილს სამედიცინო დაწესებულებაში სხვადახვა გართულებებით უკან დაბრუნება მოუხდა.

თბილისში ყველაზე დიდი პედიატრიული კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მუტაციებმა  ვირუსის ხასიათი მთლიანად შეცვალა და ბავშვებში ინფექცია აღარ განიხილება, როგორც სრულიად უსაფრთხო.

"ფაიზერის" შემდეგ ჩინეთმა დაამტკიცა, რომ ბავშვებში "სინოვაკის" გადაუდებელი გამოყენება 3-დან 17 წლამდე დასაშვებია. 

საქართველო მარტო კომპანიის ანოტაციას არ ჯერდება და ბავშვთა ასაკში იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად გლობალურ რეკომენდაციას ელოდება.

ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც სამი წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაწყება "სინოვაკით" შესაძლებელია.

მანამდე კომპანია "ფაიზერს" ჰქონდა მოთხოვნა, რომ 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში ვაქცინაცია შესაძლებელი ყოფილიყო, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეს პრეპარატი მხოლოდ 12 წლის ზემოთ გამოიყენება. საქართველო ბავშვების აცრას სავარაუდოდ 2022 წლიდან დაიწყებს.

დღის ამბები