ჯარისკაცების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთის, დიმიტრი დევდარიანის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.
სასამართლოს მიერ ამ შეთავაზებაზე ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი ბიჩელაშვილს, მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი აპრილში დააკავეს.