19 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
მიწების დაბრუნების მოთხოვნით ბობოყვათის მოსახლეობამ აქცია გამართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მოსახლეობამ მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი კუთვნილი 30 ჰექტრამდე მიწის ფართობი სახელმწიფომ მაისის თვეში გასაყიდად აუქციონზე გაიტანა.

მოქალაქეების მტკიცებით, მათ მამაპაპისეული მიწების საკუთრების დამადასტურებელი ყველა ისტორიული საბუთი გააჩნიათ, რის საფუძველზეც ამბობენ, რომ აუქციონი უკანონოა და უნდა შეწყდეს.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ბობოყვათის მოსახლეობა ფართომასშტაბიან პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

დღის ამბები