19 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
კომპანია ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის საჯარო გახდება - "ენკას" დირექტორი

"ენკას" დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ კომპანია "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებთან კონსტრუქციულ დიალოგზე მზადყოფნას გამოთქვამს. მისივე თქმით, კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის საჯარო გახდება.

"ნამახვანის" პროექტის დაწყების დღიდან კომპანია "ენკა" მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის, საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით. სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებდონენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო.

შეგეხსენებთ, რომ კომპანიას, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე,"- აცხადებს მერაბ ლომინაძე.

დღის ამბები