ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ვანის ახლადრეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმი - ეს ის ობიექტებია, რომელიც პრემიერმა დღეს იმერეთში ვიზიტის დროს მოინახულა.
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აეროპორტიც და მუზეუმიც, მგზავრებისა და ტურისტების მისაღებად განსაკუთრებულად ემზადება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა და ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობის დაწყებაში მიიღო მონაწილეობა. დღის ბოლოს კი პრემიერმინისტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათ საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილება გაუზიარა.