თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე უცნობმა პიროვნებამ ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, შემთხვევა 4 ივნისს ღამის საათებში მოხდა
როგორც თანასწორობის მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა. თავდამსხმელს თან ახლდა ორი პიროვნება, რომლებმაც თავდამსხმელი განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს.
დაზარალებულის ინტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავდა, საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა და თავდამსხმელს საპატიმრო გირაო შეუფარდეს 2000 ლარის ოდენობით. ორგანიზაციის შეფასებით, საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის ნიშანი.