07 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
პროტასევიჩის სკანდალის გამო, ევროპარლამენტარები ბელარუსისთვის დამატებით სანქციებს და საერთაშორისო ღონისძიებებიდან მოხსნას ითხოვენ

ევროპარლამენტარები ბელარუსისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში იძულებით დასმასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტში თვითმფრინავის დასმისა და რომან პროტასევიჩის დაკავების ფაქტი "სახელმწიფო ტერორისტულ აქტადაა" შეფასებული.

ევროპარლამენტარები ინციდენტში მონაწილე პირებისთვის შეზღუდვების დაწესებას და ბელარუსის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან მოხსნას მოითხოვენ.

დღის ამბები