07 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
უზბეკეთში სამი ადამიანი მიწაში ცოცხლად ჩაიმარხა - მათ შორის 2 ბავშვია 13 და 14 წლის

უზბეკეთში სამი ადამიანი მიწაში ცოცხლად ჩაიმარხა, მათ შორის 2 ბავშვია 13 და 14 წლის. ისინი წყალგაყვანილობის სისტემის სამშენებლო სამუშაოებში იყვნენ ჩართული. ტრაგედია ყარაყალპაკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულში, კუნგრადის რაიონში მოხდა. ინფორმაციას ყარაყალპაკეთის პროკურატურა ავრცელებს.

4 მუშა, რომელთა შორისაც 3 არასრულწლოვანი იყო, მიწაში მილებს ყრიდა, როდესაც გრუნტი ჩაიშალა. გადარჩენა მხოლოდ 17 წლის ბიჭმა მოახერხა, ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. გამომძიებლებმა უნდა გამოიძიონ რამდენად კანონიერი იყო მსგავსი ტიპის სამუშაოებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა და ამავე დროს რამდენად სწორად ხდებოდა  პასუხისმგებელი პირების მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვა.

დღის ამბები