ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 354 276 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 936 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 340 328-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 060 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით - 10442, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5216, PCR ტესტით - 5226.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,98%, ბოლო 14 დღის - 2,61%, ბოლო 7 დღის - 2,3%.
სულ აცრილია - 207470, დღიურად აცრილია - 728.