რა ბედი ეწევა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს?! - საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას თქმით, მყისიერ დახურვაზე საუბარი არ არის. მისი თქმით, ჯერ უნდა მოხდეს არსებული პროცესის შესწავლა, რადგან თუ პანსიონის ბენეფიციარს აღმზრდელს მოწყვეტ, შეიძლება ის თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს.
"ძალიან გთხოვთ ყველამ ხელი შეუწყეთ მთავარ მიზანს. მამა ანდრია ჯაღმაიძემ გარკვევით და გასაგებად თქვა, ჩვენ თუ ვეძებთ სკანდალს, მაშინ სკანდალისთვის სიტყვებით მანიპულირება ძალიან ადვილია.
არ არის მყისიერ დახურვაზე, გაუქმებაზე საუბარი, არამედ აქ არის მინიმუმ 23 ბავშვი. ახლა მიმდინარეობს ამ 23 ბავშვის ინდივიდუალურად მისი ყველაზე საუკეთესო მდგომარეობის შერჩევა, შეფასება და განხორციელება. აქ არის ძალიან ბევრი ბავშვი, რომლებსაც მშობლები არ ჰყავს და ზოგიერთი ბავშვი მიჯაჭული არის აღმზრდელს, რომლისთვისაც ის დედაც არის, მამაც, ოჯახიც და ყველაფერიც. ამიტომ თუ ეს ბავშვი მოწყვიტე შენ რეალურად აღმზრდელს, რომელიც მისთვის ყველაფერია, მისი ემოციური მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს და თვითმკველობამდეც კი მივიდეს. ამიტომ, ფსიქოლოგები მუშაობენ იმისათვის, რომ ეს რეფორმირება მოხდეს უმტკივნეულოდ, იმ სტანდარტების განხროციელებით, რაც დაგეგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სახელმწიფომ.
ბავშვებს, ვინც ვერ გადაჰყავთ, არ გადაჰყავთ, გარკვეული ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ქუჩაში ხომ არ გავყრით?! ამიტომ სანამ არ მოხდება ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანზაციების მიერ ამ პროცესის ერთობლივი შესწავლა, ეს ვადა არის 2022 წლამდე, ანუ 1 წელი, ამ 1 წლის განმავლობაში დახურვა, ხალხის გაყრა არ ხდება.
ჩვენ გვინდა სახელმწიფოსთან ერთად პირველი პრეცედენტი შევქმნათ და საფუძველი დავუდოთ ბავშვთა საუკეთესო უფლებების განხორციელებას," - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ "დღის კურიერში" სტუმრობისას.
გარდა ამისა, ედიშერ ქარჩავას თქმით, მათ 15 წლის წინ 7 შშმ პირის გაყვანაზე საეჩელი შეიტანეს.
ედიშერ ქარჩავა ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში მიემგზავრება, სადაც სააღმზრდელო დაწესებულების შესახებ საპატრიარქოს პოზიციას გაასაჯაროებს.