11 ოქტომბერი 2026,   21:59
ვრცლად
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-თან ინტერვიუში თქვა.

"გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე, 60 დღე, შესვენება. სრული ცეცხლის შეწყვეტა, 60 დღე და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით ნებისმიერი არჩევანისთვის, რომელსაც ჩვენი ხალხი, კერძოდ, უკრაინელი ხალხი გააკეთებს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები