300 მედალი საერთაშორისო ასპარეზზე და 100-ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც საქართველო არაერთხელ ასახელა - ამ დიდი მიღწევების უკან განსაკუთრებული ისტორიები დგას - ჯარისკაცების, რომლებმაც სამხედრო სამსახურის დროს მძიმე დაზიანებები მიიღეს, თუმცა ახალი მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად ბრძოლა არ შეუწყვეტიათ.
მათთვის სპორტი მხოლოდ შეჯიბრება არ არის. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, საკუთარი შესაძლებლობების ხელახლა აღმოჩენისა და აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნების მნიშვნელოვანი გზაა.
ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედროები წლებია მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის "ძლიერთა თამაშებში," სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები ასპარეზობენ.
ახალი გამოწვევებისა და მომავალი საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მზადება წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ავტორი: ანი გენებაშვილი