02 მაისი 2024,   14:22
ვრცლად
აშშ-ში ილინოისში მდებარე ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლიც

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ილინოისში მდებარე ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში გაჩნდა, რომელსაც მოგვიანებით აფეთქებებიც მოჰყვა.

ინციდენტის დროს შენობაში 70 თანამშრომელი იმყოფებოდა, არიან დაშავებულები. ევაკუაცია გამოცხადდა ქარხნიდან 2 კილომეტრის რადიუსზე არსებული ობიექტებიდან.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით, პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები