სროლა ქუთაისის ცენტრში - თვითმხილველების ინფორმაციით, გაიგონეს ჩხუბის ხმა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, მათ რამდენიმე გასროლის ხმაც გაიგეს.
სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სს კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებითაა აღძრული, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.