20 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
რონალდუს შემდეგ პოგბაც - ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე მაგიდიდან ლუდი მოიშორა

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გერმანიასთან  მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მის წინ დადებული Heineken-ის ლუდი, რომელიც ტურნირის სპონსორია, მაგიდიდან აიღო და იატაკზე გადადო.

მედიაში სავარაუდო მიზეზების ორი ვერსია ვრცელდება, შესაძლოა, 28 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად ამ ქმედებით ჯანსაღი სასმელის - წყლის დალევისკენ მოუწოდა ადამიანებს, ან, შესაძლოა, ეს მის რელიგიასთან იყოს კავშირში. პოლ პოგბა მუსლიმია, ისლამი კი ალკოჰოლის მიღებას კრძალავს. 

დღის ამბები