წინასწარი პატიმრობა ცრუ მეწარმეობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ექვსივე დაკავებულს - ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას მოსალოდნელი შედეგიდან გამომდინარე არ აპირებს, თუმცა გეგმავს გამოძიების გაფართოების მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.
საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს. პროკურატურის ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფი ირანის მოქალაქემ შექმნა და მისი მიზანი საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის უკანონოდ შემოტანა და ფიქტიური საწარმოების ანგარიშებზე განთავსება იყო.