20 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკამყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ. ადვოკატების თქმით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და ავთენტურობის დადგენას მოითხოვენ.

უფლებადამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მომდევნო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა.

ე.წ. ქურდულ სამყაროს წევრობის და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დანაშაული ასევე ეხება ფინანსურ დავასა და სარგებლის სანაცვლოდ ამ დავაში ჩარევის მცდელობას. გამოძიება 223-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები