20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე ვმუშაობთ, კონფიდენციალურობის გამო თარიღს ვერ ვასახელებთ - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში მალე ვაქცინის დოზები შემოვა და ხალხს ექნება შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი.

"დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე ვმუშაობთ, კონკრეტულად ვერ ვასახელებთ თარიღებს, რადგან კონფიდენციალურობის დაცვა მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის ვისგანაც ჩვენ ვაქცინებს ვიღებთ. 

ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ ფართო არჩევანის შესაძლებლობა,"- აცხადებს ტიკარაძე.

დღის ამბები