19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუსის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით, მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა "ცხელი ხაზის" მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

"ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები