აწამეს თუ არა საქართველოს მოქალაქე ციხეში. "კურიერს" ათენის საპყრობილიდან ის დაკავებული დაუკავშირდა, რომელიც მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი ამტკიცებს, რომ 4 დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ.
"ყალბი პასპორტი არ მქონია, მქონდა ყალბი ბეჭედი, რომლის გულისთვისაც დამაკავეს, თურმე ყოფილა ეს მკვლელობა მომხდარი, არც ვიცოდი და დამაკავშირეს, ვითომ ვიპარებოდი საზღვარზე. 4 დღის განმავლობაში ვიყავი დაბმული, მირტყამდა 20-30 კაცი, ყოველდღე. არც წყალი, არც საჭმელი. ვიყავი ძალიან ცუდ სიტუაციაში, სანამ არ წავიქეცი და არ მოვკვდი, არ ჩამომათრიეს განყოფილებაში. არ წამიყვანეს ექიმთან იქიდან გამომდინარე, რომ მძიმე დაზიანებები მქონდა და შეეშინდა უბრალოდ პოლიციას," - აცხადებს გიორგი ხარძეიშვილი.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე