26 ივლისი 2021,   06:20
ვრცლად
ხანძარი აბასთუმანში - ცეცხლი ისტორიულ სახლს უკიდია

აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ორსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ცეცხლის ჩაქრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა იწვის.

"ხანძარი, ფაქტობრივად, დაძლეულია, ცეცხლი ისტორიულ სახლს უკიდია. ცეცხლის ჩასაქრობად ახალციხისა, ადიგენისა და აბასთუმნის სახანძრო-სამსახურები მუშაობენ. დასჭირდება თუ არა ოჯახებს ღამის გასათევად სხვაგან გადაყვანა, ამას მას შემდეგ გეტყვით, როდესაც ცეცხლს სრულად ჩავაქრობთ" - განმარტავს ზაქარია ენდელაძე.

 

ავტორი : მაია იველაშვილი

დღის ამბები